ოცდაათწლიანი ზავი
იერსახე
ოცდაათწლიანი ზავი
ოცდაათწლიანი ზავი — დაიდო 1210 წლის ოქტომბერს, თამარ მეფესა და ეგვიპტის აიუბიდ სულთანს შორის. ოცდაათწლიან ზავს წინ უძღვოდა საქართველოს სამეფოს მიერ ხლათის აღების მცდელობა. რის საპასუხოდ ალ-ადილ აიუბმა შეკრიბა მუსლიმანური კოალიცია და ალ-აუჰადის დასახმარებლად გამოემართა. ივანე მხარგრძელი ალყის დროს ტყვედ ჩავარდა. როცა ხლათელებმა შეიტყვეს, თუ რა ძვირფასი „ნადავლი” ჩაუვარდათ ხელში, მათ თავიანთი პირობები წამოაყენეს:[1]
- გამოსასყიდის სახით საქართველო კისრულობდა 100 ათასი დინარის გადახდას;
- საქართველოს უნდა დაეთმო 27 ციხესიმაგრე;
- საქართველოს ტყვეობიდან უნდა გაენთავისუფლებინა 5 ათასამდე მუსლიმი;
- ივანე მხარგრძელი თანხმდებოდა მისი ქალიშვილის, თამთას ქორწინებას ხლათის გამგებელზე.[2]
საქართველოს ხელისუფლებამ ყველა წამოყენებული პირობა შეასრულა. ივანე მხარგრძელი გაათავისუფლეს. საქართველომ უარი განაცხადა აიუბიდების მიერ კონტროლირებად სომხეთის ტერიტორიაზე[3] და შედეგად ეგვიპტესთან 30-წლიანი ზავი დაიდო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rayfield, Donald (2012). Edge of Empires: A History of Georgia. London: Reaktion Books, გვ. 114-115. ISBN 1780230303.
- ↑ Minorsky, V. (Vladimir Fedorovič), 1877-1966. (1953). Studies in Caucasian history. Taylor's foreign press, გვ. 146-150. OCLC 906639113. „The eastern expansion of the Ayyubids“
- ↑ Humphreys, R. Stephen (2015). From Saladin to the Mongols the Ayyubids of Damascus, 1193-1260. American Council of Learned Societies, გვ. 131. ISBN 978-1-59740-464-8. OCLC 917180738.